Friday, July 10, 2015

ინტელის პროექტი

პროექტ ინტელის კურსის რეფლექსია

დასრულდა ჩვენი ცხრა დღიანი საინტერესო,ნაყოფიერი და ფრიად მნიშვნელოვანი ტრენინგ-კურსი.ნაბიჯ-ნაბიჯ,ჩვენს ტრენერთან,ბატონ ავთანდილ ცნობილაძესთან ერთად,გავიარეთ ამ კურსის თითოეული საფეხური და ჯამში გავეცანით რვა მოდულს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს,ვინც ეს აურაცხელი მასალა ასე კომპაქტურად დაგვილაგა და შანსი მოგვცა გავცნობოდით ჩვენი უცხოელი კოლეგების 
(და არა მარტო უცხოელი)საინტერესო ნაშრომებს.
ინტელის ეს ტრენინგ-კურსი საშუალებას გვაძლევს კარგად დავგეგმოთ და ასევე შინაარსიანად განვახორციელოთ საინტერესო პროექტები.ვისწავლოდ თავადაც და ვასწავლოთ საკუთარ მოსწავლეებს,კოლეგებს უახლესი მიღწევების გამოყენება.
საინტერესოა,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დაუფლებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და მიზნად დასახვა ჩვენი მოსწავლეებისათვის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს მოთმინებისათვის, შემოქმედებითობისათვის და ბევრი საინტერესო ტექნიკური უნარის გამომუშავებისათვის.
მჯერა,საინტერესო ბლოგს ვაწარმოებ და ეს ბატონი ავთოს დიდი დამსახურება იქნება.

Thursday, July 9, 2015

მერვე დღე -ინტელის ტრენინგი

მერვე დღის ტრენინგი ჩვენმა ტრენერმა საშინაო დავალების გამოკითხვით დაიწყო,რომელიც ჩვენი გეგმების სრულყოფილი ვარიანტების შექმნა გახლდათ.
დღევანდელი ტრენინგი მე-5 და მე-7 მოდულების გაცნობით და დამუშავებით დავიწყეთ,გავეცანით შეფასებებისა და ფასილიტაციის მასალებს და საშინაო დავალებად მივიღეთ შეფასების რუბრიკებისა და ფორმების გაკეთება ჩვენი პროექტებისათვის.
ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ჩვენი ბლოგების სრულყოფა და გაჯეტების ჩასმის ხელოვნების სწავლა.

Tuesday, July 7, 2015

ინტელის პროექტი-დღე მეშვიდე

მეშვიდე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გახლდათ.კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ერთმანეთისათვის ინფორმაციის გაზიარების,კომენტარების მიწერის საშუალებები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზენტაციის ახალი მიდგომებისა შესწავლა.
დღეს დავასრულეთ მე-4 მოდულზე მუშაობა,გავეცანით მოსწავლეთა ნიმუშებს,კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს გეგმას და დავიწყეთ მისი სრულყოფა.

რომი

Friday, July 3, 2015

ინტელის ტრენინგი-მეექვსე დღე

ტრენინგი წინა დღის მასალების განხილვით დავიწყეთ.გავიმეორეთ შესწავლილი მასალა და დავამატეთ gmail-ზე Hangouts-ით სარგებლობის შესაძლებლობა,რაც საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
მეექვსე დღის ტრენინგი მთლიანად ბლოგის ჩანართების გაკეთებას დავუთმეთ.ვნახეთ და დავათვალიერეთ ტრენერისა და სხვა კოლეგების ბლოგები,მივწერეთ ერთმანეთს კომენტარები.
ძალიან მოგვეწონა და აღვფრთოვანდით ბლოგის დიზაინის შეცვლისა და ჩანართების,გაჯეტების გაკეთების შესაძლებლობებით.
როგორც იქნა,ამისრულდა ოცნება-დავიწყე ბლოგის შექმნის და დახვეწის სწავლა.
მიხარია.....
მეორე ნაწილში შევისწავლეთ ჩვენი პრეზენტაციებისა და ვიდეოების ატვირთვა ბლოგებზე.
მეოთხე მოდულის ფარგლებში შევისწავლეთ,თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება,დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის და ბლოგის ნიმუშის შექმნაზე მუშაობა.ამ ნამუშევრებს დასრულების შემდეგ შევაფასებთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვარების ნიმუშის მიხედვით.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,ბატონ ავთოს!

Thursday, July 2, 2015

ინტელის ტრენინგი - მეხუთე დღე

მეხუთე დღე მართლაც ნაყოფიერი,ძალიან საიტერესო გახლდათ.
ბატონმა ავთომ საზეიმოდ გამოგვიცხადა,რომ დღევანდელ დღეს ვებტექნოლოგიების გამოყენებას გვასწავლიდა.საზეიმო განწყობა ჩვენც გადაგვედო და .........
ვნახეთ პრეზენტაცია და ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ და იმაზე,თუ რატომ უნდა ვიცოდეთ თავად და რატომ უნდა ვასწავლოთ ეს საკუთარ მოსწავლეებს.
შევიტყვეთ,თუ როგორ უნდა შევამოწმოთ ვებ-გვერდის სანდოობა,რეიტინგი.
ტრენერმა გაგვაცნო ელექტრონული ლექსიკონით და სათარგმნი სისტემით მუშაობის საშუალებები-translate.google.com-ზე.
შევისწავლეთ gmail-ში ადამიანებთან ჩატის წარმოება და ამ საშუალების გამოყენება მოსწავლეებთან.
ყველაზე,ყველაზე საინტერესო იყო Google Drive-ის ფუნქციები:თუ როგორ შევქმნათ ვორდის ფაილები,კვლევითი ფორმები და შექმნილი მასალები გავუგზავნეთ კოლეგებს.
დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ,ისევე როგორც წინა დღეებით.