Tuesday, June 30, 2015

ინტელის ტრენინგი-დღე მეოთხე

ტრენერმა ტრენინგის დასაწყისში გაგვახსენა წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა და გამოიკითხა საშინაო დავალება.
დღეს ისევ მეორე მოდულზე ვიმუშავეთ და მესამე აქტივობაზე.გავეცანით პროექტის შეფასების გეგმას და გავხსენით ინტელის საგანმანათლებლო რესურსი - პროექტების შეფასება ვებგვერდზე.
გავეცანით შეფასების განრიგის შაბლონს და ვისაუბრეთ იმაზე,თუ როგორ უნდა მოვარგოთ იგი ჩვენს პროექტს.
შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების განრიგები,გავეცანით ვებ-გვერდს tpdc.ge/essentials/rubrics/, რომელზეც შეგვიძლია დავათვალიეროთ ქართულად ნათარგმნი პრეზენტაციები.
გავეცანით,პრეზენტაციების შექმნის და ბლოგებზე ერთმანეთისათვის კომენტარის მიწერის ხელოვნებას.
ტრენინგის დასასრულს,ბატონმა ავთომ,კიდევ ერთი საინტერესო რამ გვასწავლა:თუ როგორ წავშალოთ საკუთარი ბლოგიდან არასასურველი,ან მოძველებული ინფორმაცია.

Friday, June 26, 2015

ინტელის ტრენინგი-მესამე დღის რეფლექსია(ტრენერი-ავთანდილ ცნობილაძე)



დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით.ტრენერი გაეცნო ჩვენს მიერ დამზადებულ ბუკლეტებსა და გაზეთებს,რომელიც პროექტისათვის შევქმენით და მოგვცა რიგი დარიგებებისა.
გავეცანით მე-2 მოდულის პირველ და მეორე აქტივობებს,პროექტის მიზნის,საკვანძო კითხვების დასმის ხელოვნებას.
ძალიან საინტერსო იყო საკუთარი ბლოგის დიზაინის,სახელის,ფორმის და ა.შ. შეცვლის შესაძლებლობების გაცნობა.
დიდი იმედი მაქვს,რომ პროექტის დასასრულს შევძლებ საინტერესო ბლოგის შექმნას და მომავალში ამ ხელოვნების საკუთარი მოსწავლეებისათვის გაცნობას.

Thursday, June 25, 2015

ტრენინგის "პროექტებით სწავლება" პირველი-მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო გაცნობით.
ტრენერმა გაგვაცნო პროექტების შექმნის შესაძლებლობები,ის,თუ როგორ უნდა განუვითაროთ მოსწავლეს მაღალი დონის სააზროვნო უნარები,რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.ტრენერმა ისაუბრა,თუ როგორ უნდა შევქმნათ ტექნოლოგიებით მდიდარი სასწავლო პროექტები.
პირველ დღესვე განვსაზღვრეთ  ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები.
 შევქმენით საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად . გავეცანით, პროექტის გეგმის შაბლონის,პორტფოლიოს რუბრიკის და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.
გავეცანით,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რომელთა დაუფლებაშიც უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს.
მეორე დღე ძალიან საინტერესო საქმიანობას დავუთმეთ,ჩვენი პროექტის ფარგლებში საჭირო ბუკლეტები დავამზადეთ,აგრეთვე შევისწავლეთ გაზეთისა და მისი პუბლიკაციების შექმნის ხელოვნება.დავათვალიერეთ საკუთარი ბლოგები და ტრენერმა საფუძვლიანად გვესაუბრა მის ღირებულებაზე,მნიშვნელობაზე ჩვენი პროფესიული ზრდის საქმეში.
დავალებაც მივიღეთ-ვსრულყოთ ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი:ბუკლეტები და გაზეთები.